ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
08/09/2020 13:01:27 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი კურსის მიხედვით, 9 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0890 ლარი იქნება, 1 ევროსი – 3.6429 ლარი, 1 ბრიტანული სტერლინგის – 4.0277 ლარი.
8 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0829 ლარი იყო, 1 ევროსი – 3.6440 ლარი, 1 ბრიტანული სტერლინგის – 4.0546 ლარი.


