
პარლამენტთან აქციაზე შეხლა-შემოხლა იყო
22/06/2019 17:33:49 სხვა, საზოგადოება
პარლამენტთან აქციაზე შეხლა-შემოხლა იყო. პოლიციამ ტერიტორიიდან ინციდენტის რამდენიმე მონაწილე გაიყვანა. მეორე ჯგუფი, რომელიც ადგილზე რჩება, კვლავ ითხოვს, რომ აქცია დატოვონ პოლიტიკოსებმა. სიტყვიერი დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.
პარალელურად, აქციაზე სიტყვით გამოსვლებიც გრძელდება. ორგანოზატორები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, სამართალდამველებს კი მშვიდობის შენარჩუნებაში დახმარებისკენ. ამასთან, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, არსებობს ინფორმაცია, რომ აქციას შეუერთდნენ რუსეთის მოქალაქეები. მათ დემონსტრანტებს შეახსენეს, რომპრობლემა არა რიგით მოქალაქეებში, არამედ რუსეთის ხელისუფლებაშია და ეს გაითვალისწინონ.
მომიტინგეების რაოდენობამ იმატა. მათ უკვე გადაკეტეს სავალი გზა.