Accentnews.ge
გამყრელიძე განმარტავს, ვის შეეხება 8-დღიანი კარანტინი

გამყრელიძე განმარტავს, ვის შეეხება 8-დღიანი კარანტინი

07/09/2020 16:51:31 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 8-დღიანი კარანტინი მხოლოდ საქართველოში შემოსულ მოქალაქეებს შეეხებათ და არა იმ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყნის შიგნით ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი.

"ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახლდათ, რომ 12-დღიანი საკარანტინო ვადა შეიცვალა და შემცირდა 8 დღემდე. ხაზს ვუსვამ, რომ 8-დღიანი საკარანტინო ვადა არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მე–8 დღეს კარანტინში მყოფ ყველა ადამიანს PCR ტესტს გაუკეთებენ და თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ისინი დატოვებენ კარანტინს. გამყრელიძის თქმით, აუცილებელი პირობაა, რომ ამ ადამიანებმა მეთორმეტე დღეს კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტარონ.

კარანტინის ვადის შემცირებაზე გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

საქართვლოში გასული 24 საათის განმავლობაში COVID–19 34 პირს დაუდასტურდა, ხოლო 5 პირი გამოჯანმრთელდა. ამრიგად ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1684–მდე გაიზარდა, მათგან 1315 პირი გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, ეპიდემიას ქვეყანაში დღემდე 19 პაციენტი ემსხვერპლა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 6020 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S