Accentnews.ge
ბათუმსა და ქობულეთში კლასში სწავლა ოქტომბერში განახლდება, სავალდებულო კარანტინის ვადები კი მცირდება

ბათუმსა და ქობულეთში კლასში სწავლა ოქტომბერში განახლდება, სავალდებულო კარანტინის ვადები კი მცირდება

07/09/2020 11:11:36 საზოგადოება

საკოორდინაციო საბჭომ COVID-19–თან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ:

  • ბათუმსა და ქობულეთში სკოლებში სწავლა 1 ოქტომბრამდე დისტანციურად დაიწყება, 1 ოქტომბრიდან კი კლასში; პირველ ოქტომბრამდე დისტანციურად ისწავლიან სტუდენტებიც.
  • 15 სექტემბრიდან საქართველოში შემოსული ყველა უცხოელს ექნებათ ვალდებულება, თან იქონიოს 72–საათიანი პისიარ–ტესტი;
  • სავალდებულო კარანტინი 12 დღის ნაცვლად 8 დღემდე შემცირდა. პირს საკარანტინო სივრცის დატოვება 8 დღის შემდეგ პისიარ–ტესტის პასუხის შესაბამისად ექნება. თუ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდება, იგი დატოვებს საკარანტინო სივრცეს, თუმცა ექნება ვალდებულება, 12 დღის თავზე კიდევ ერთხელ ჩაიტაროს პისიარ–ტესტირება;
  • გამკაცრდება სოციალური ღონისძიებების კონტროლი.

"მინდა ყველა დავაწყნარო, რომ სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი მიმართულებით გავხსენით ეკონომიკა, სწავლა იწყება, და მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის არანაირი რისკი არ იქნება“, - დასძინა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ბათუმის ჩაკეტვის საკითხი არ განიხილება.

საქართვლოში გასული 24 საათის განმავლობაში COVID–19 34 პირს დაუდასტურდა, ხოლო 5 პირი გამოჯანმრთელდა. ამრიგად ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1684–მდე გაიზარდა, მათგან 1315 პირი გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, ეპიდემიას ქვეყანაში დღემდე 19 პაციენტი ემსხვერპლა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 6020 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S