Accentnews.ge
ბელარუსში საარტილერიო და სატანკო რეზერვის ბაზები უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს

ბელარუსში საარტილერიო და სატანკო რეზერვის ბაზები უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს

07/09/2020 16:30:23 მსოფლიო

ბელარუსში ორი საარტილერიო და ერთი სატანკო რეზერვის ბაზა უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მისივე ცნობით, ღონისძიება მიზნად ისახავს საბრძოლო მზადყოფის შემოწმებას.

"შემოწმება დასრულდება სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში სამხედრო ნაწილების მონაწილეობით, რომელიც სამხედრო მართვის ორგანოების, სამხედრო ნაწილების და ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფების ერთობლივი მონაწილეობით გაიმართება", – აცხადებენ უწყებაში.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსის ხელისუფლებამ სამხედრო ძალების ნაწილები ყაზარმულ მდგომარეობაში გადაიყვანა.

16 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ნატო–მ ტანკები და თვითმფრინავები ბელარუსის საზღვრიდან 15 წუთის სავალზე განათავსა. ალიანსი კი ბელარუსის საზღვრებთა სამხედრო წარმოდგენილობის ზრდას კატეგორიულად უარყოფს.

ცნობისთვის: ბელარუსში პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.

აშშ-მა ბელარუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.

იხილეთ ასევე: ლუკაშენკომ ბრძანება გასცა, “მოურიდებლად გაიყვანოს ჯარი ნატო-ს ძალების გადაადგილების მიმართულებით”

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S