ლუკაშენკომ ბრძანება გასცა, “მოურიდებლად გაიყვანოს ჯარი ნატო-ს ძალების გადაადგილების მიმართულებით”
19/08/2020 12:15:38 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავდაცვის სამინისტროს დაავალა, “არ მოერიდოს და გაიყვანოს ჯარი ნატო-ს ძალების გადაადგილების მიმართულებით”.
“თვალი ადევნეთ ნატო-ს ჯარების გადაადგილებას პოლონეთსა და ლიტვაში. ამ დროისთვის ჩვენ მათ ყველა ჩანაფიქრს ვხედავთ და ეს დიდად არ გვძაბავს, თუმცა ცალკეული ფაქტები, განსაკუთრებით გროდნოს მიმართულებით ნამდვილად გვაფიქრებს… აუცილებლად უნდა მივიღოთ ზომები და ნუ მეგორიდებათ ჩვენი ქვედანაყოფებისა და ტექნიკის ამ მიმართულებებზე გაყვანის... უნდა ვაკონტროლოთ ეს საკითხები. განსაკუთრებით გროდნოში, რადგან იქ განსაკუთრებით დიდია დესტაბილიზაციის სურვილი – კიდევ უფრო მეტი, ვიდრე მინსკში”, – განაცხადა ლუკაშენკომ.


