Accentnews.ge
პარლამენტის შენობასთან მომიტინგეები ისევ იკრიბებიან (ვიდეო)

პარლამენტის შენობასთან მომიტინგეები ისევ იკრიბებიან (ვიდეო)

22/06/2019 15:41:09 სხვა, საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მომიტინგეები ისევ იკრიბებიან. ადგილზე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მომიტინგეთა ნაწილმა რამდენიმე მოქალაქე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლად და პროვოკატორად აღიქვეს და მას მოუწოდეს, 

"გაურკეველმა ადამიანებმა დაიკავეს ტერიტორია, რაღაც მესიჯებს გზავნიან. მოვუწოდებთ, დატოვო ტერიტორია. ვთხოვეთ ყველას, რომ ტრიბუნასთან სიით შემოვიდნენ",– განმარტა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები. აქციაზე ასევე იმყოფება საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი. ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია თითქმის მთლიანად არის შევსებული. გზის სავალი ნაწილი ამ ეტაპზე გადაკეტილი არაა.   

"ხელისუფლება მესამე დღეა, არ გვიმჩნევს. ელოდება, რომ დაგვავიწყდება. როგორ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაც ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვნახეთ?",– განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

ცნობისთვის: საპროტესტო გამოსვლები თბილისში 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტში მივიდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი, მოკალათდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარჯელში და დამსწრე საზოგადოებას რუსულად მიმართა. 20 ივნისის აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, მას შემდეგ დაანონსდა, რომ მოთხოვნების შესრულებამდე აქციები ყოველ დღე, საღამოს 19:00 საათზე დაიწყება. 

მოთხოვნები უცვლელია:გადადგეს შს მინისტრი, დაისაჯონ მოძალადე პოლიციელები, გათავსიუფლდნენ აქციის დაშლისას დაკავებული 305 მოქალაქე და საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარდეს.  


 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S