
რუსეთი ტრანსპორტის სამინისტრო საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს
22/06/2019 14:41:11 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
რუსეთი ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან რუსეთში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული სააგენტოები ინფორმაციას ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ცნობით, ფრენები 8 ივლისიდან შეჩერდება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა.