Accentnews.ge
“პუტინის გულის გასახეთქად ყველანი ერთად დავიძრათ საქართველოსკენ და ქართველებს სიყვარულში გამოვუტყდეთ”

“პუტინის გულის გასახეთქად ყველანი ერთად დავიძრათ საქართველოსკენ და ქართველებს სიყვარულში გამოვუტყდეთ”

22/06/2019 13:46:31 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

რუსეთში მოღვაწე პუბლიცისტი და სატირიკოსი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოს მიმართ კრემლის ახალ სანქციებს ეხმიანება და მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, “პუტინის გულის გასახეთქად ყველანი ერთად დაიძრან საქართველოსკენ და ქართველებს სიყვარულში გამოუტყდნენ".

ახალი რუსული ავიაბლოკადის ფონზე შენდეროვიჩი 2006 წელს იხსენებს და ამბობს, რომ “მაშინაც, [კრემლის მიერ] თავისუფლებისმოყვარე საქართველოსადმი უმაღლესი დონის დეგენერატული სიძულვილის გამოვლენის ფონზე იგივეს ამბობდა”.

ამასთან, შენდეროვიჩი ქართველ მომიტინგეებსა და მთლიანად ქართველ ხალხს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მოუწოდებს, “მტკიცედ განაგრძონ გზა ქვეყანაში ამ საყოველთაო ბოროტების – კრემლისა და პუტინის რუსეთის გავლენის ერთხელ და სამუდამოდ ამოსაძირკვად”.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S