Accentnews.ge
"დაუშვით საქართველო–რუსეთს შორის ავიამიმოსვლა" – რუსეთის მოქალაქეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

"დაუშვით საქართველო–რუსეთს შორის ავიამიმოსვლა" – რუსეთის მოქალაქეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

22/06/2019 13:45:17 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნების მოთხოვნით პეტიციას აწერენ ხელს. პეტიციის ადრესატი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია და მას ამ დროისთვის 3500-მდე ხელმოწერა აქვს.

„რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ არიან. მიტინგების გამართვა კი, თავად საქართველოს მოქალაქეების უფლებაა. მივცეთ საშუალება ხალხებს, მეგობრული ურთიერთობა გააგრძელონ და თავად გადაწყვიტონ, ამა თუ იმ ქვეყანაში ჩავიდნენ თუ არა”, – ნათქვამია პეტიციაში.

ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, პოლიტიკა კი ხალხთაშორის ურთიერთობებზე არ უნდა აისახოს.

შეგახსენებთ, რომ 2019  8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან  საქართველოში მგზავრთა გადაყვანა, მათ შორის კომერციული რეისების განხორციელება ეკრძალებათ. 

ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მიერ დღეს ხელმოწერილ ბრძანებულებაში "რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეეების დანაშაულებრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაცვის ცალკეული ზომების შესახებ", რომელიც კრემლის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესულად ითვლება.  

ამასთან, როგორც ბრძანებულებაშია ნათქვამი, ტუროპერატორებმა დროებით უნდა შეწვიტონ საქართველოს ტერიტორიაზე ავიაგადყვანებთან დაკავშირებული პროდუქტების რეალიზება, ხოლო რუსეთის მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები  საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეებისა და მათი ბარგის რუსეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ დასაბრუნებლად და ამ მიმართულებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრისთან კოორდინირებულად იმუშავოს. 

ცნობისთვის: საქართველოში ფრენებს ამ დროისთვის ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს. ესენია: „ურალის ავიახაზები“, „სიბირი (S7)“, „პობედა“, „აეროფლოტი“, „ნორდავია“ და „რედ ვინგსი“.

ფრენები სრულდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში.

რუსეთის ქალაქები კი, საიდანაც საქართველოში ფრენები სრულდება ან დაწყება იგეგმებოდა შემდეგია: მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, პერმი, როსტოვი, კრასნოდარი, ნოვოსიბირსკი, ყაზანი, ჟუკოვსკი და სოჭი.

ამასთან, რუსეთის მიმართულებით ფრენებს ასრულებენ ქართული ავიაკომპანიები „ჯორჯიან ეარვეისი“ და „მაი ვეი ეარლაინსი“.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S