Accentnews.ge
„დაისვენე საქართველოში“ – პუტინის საპასუხოდ სოციალური კამპანია დაიწყო

„დაისვენე საქართველოში“ – პუტინის საპასუხოდ სოციალური კამპანია დაიწყო

22/06/2019 13:25:04 სხვა, ეკონომიკა, საზოგადოება

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ავიარეისების შესრულება აუკრძალა, სოციალურ ქსელში კამპანია „დაისვენე საქართველოში“ (#დაისვენესაქართველოში) დაიწყო. საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთს მოუწოდებენ, ამ ზაფხულს სამშობლოში დაისვენონ და ამით ტურიზმის სექტორს დაეხმარონ.



რუსეთში მოღვაწე პუბლიცისტი და სატირიკოსი ვიქტორ შენდეროვიჩი მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, “პუტინის გულის გასახეთქად ყველანი ერთად დაიძრან საქართველოსკენ და ქართველებს სიყვარულში გამოუტყდნენ".

ახალი რუსული ავიაბლოკადის ფონზე შენდეროვიჩი 2006 წელს იხსენებს და ამბობს, რომ “მაშინაც, [კრემლის მიერ] თავისუფლებისმოყვარე საქართველოსადმი უმაღლესი დონის დეგენერატულილ სიძულვილის გამოვლენის ფონზე იგივეს ამბობდა”.

ამასთან, შენდეროვიჩი ქართველ მომიტინგეებსა და მთლიანად ქართველ ხალხს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მოუწოდებს, “მტკიცედ განაგრძონ გზა ქვეყანაში ამ საყოველთაო ბოროტების – კრემლისა და პუტინის რუსეთის გავლენის ერთხელ და სამუდამოდ ამოსაძირკვად”.

შეგახსენებთ, რომ 2019  8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან  საქართველოში მგზავრთა გადაყვანა, მათ შორის კომერციული რეისების განხორციელება ეკრძალებათ. 

ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მიერ დღეს ხელმოწერილ ბრძანებულებაში "რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეეების დანაშაულებრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაცვის ცალკეული ზომების შესახებ", რომელიც კრემლის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესულად ითვლება.  

ამასთან, როგორც ბრძანებულებაშია ნათქვამი, ტუროპერატორებმა დროებით უნდა შეწვიტონ საქართველოს ტერიტორიაზე ავიაგადყვანებთან დაკავშირებული პროდუქტების რეალიზება, ხოლო რუსეთის მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები  საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეებისა და მათი ბარგის რუსეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ დასაბრუნებლად და ამ მიმართულებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრისთან კოორდინირებულად იმუშავოს. 

ცნობისთვის: საქართველოში ფრენებს ამ დროისთვის ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს. ესენია: „ურალის ავიახაზები“, „სიბირი (S7)“, „პობედა“, „აეროფლოტი“, „ნორდავია“ და „რედ ვინგსი“.

ფრენები სრულდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში.

რუსეთის ქალაქები კი, საიდანაც საქართველოში ფრენები სრულდება ან დაწყება იგეგმებოდა შემდეგია: მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, პერმი, როსტოვი, კრასნოდარი, ნოვოსიბირსკი, ყაზანი, ჟუკოვსკი და სოჭი.

ამასთან, რუსეთის მიმართულებით ფრენებს ასრულებენ ქართული ავიაკომპანიები „ჯორჯიან ეარვეისი“ და „მაი ვეი ეარლაინსი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S