Accentnews.ge
რუსული მედია: “რუსები საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და დაბრუნება არ სურთ”

რუსული მედია: “რუსები საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და დაბრუნება არ სურთ”

22/06/2019 11:12:53 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

როგორ რეაგირებენ საქართველოში მცხოვრები და ტურისტებად მყოფი რუსეთის მოქალაქეები მოსკოვის გადაწყვეტილებაზე, საქართველოსკენ ფრენები შეწყვიტოს და ქვეყნიდან რუსეთის მოქალაქეები გაიყვანოს? - ამ საკითხით რუსული გამოცემა РБК დაინტერესდა

მისმა ჟურნალისტმა ვითარება ადგილზე – თბილისში შეისწავლა და აქ მყოფ რუსეთის მოქალაქეებს გაესაუბრა.

“რუსების განცხადებით, ისინი საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და არსად სურთ დაბრუნება” - წერს РБК. 

“ისტორიამ, რომ ვიღაცას ჩემი რუსეთში ევაკუირება სურს, სულაც არ გამახარა. ბიზნესის გარდა, აქ სრულფასოვანი ცხოვრება მაქვს და ჩვენი ვითომ ვიღაცისგან “გადარჩენის” ისტორია არანაირად არ მომწონს», - განუცხადა გამოცემის  ჟურნალისტს თბილისში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქემ.

როგორც РБК საქართველოში მყოფ რუს რესპონდენტებზე  დაყრდნობით აღნიშნავს, “ადგილობრივები, ისინიც კი, ვისაც სხვებთან შედარებით, რადიკალულრი შეხედულებები აქვთ, მათ მიმართ სტუმართმოყვარეობას იჩენენ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები კი ეწინააღმდეგებიან პოლიტიკას და პიროვნებებზე არ გადადიან”.

გარდა ამისა,  РБК-ს რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ საპროტესტო აქციები ქალაქის ცენტრშია კონცენტრირებული, თბილისის დანარჩენ ნაწილში კი ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. 

“არაერთმა ტურისტმა მითხრა, რომ ისედაც აპირებდა რუსეთში დაბრუნებას, რადგან საგზური უმთავრდებათ, მაგრამ გული სწყდებათ, რომ კრემლის მიერ 8 ივლისიდან დაწესებული სანქციების გამო აწი საქართველოში ვეღარ ჩამოვლენ” - წერს გამოცემა.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S