Accentnews.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი პუტინის გადაწყვეტილებას ეხმიანება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი პუტინის გადაწყვეტილებას ეხმიანება

22/06/2019 11:06:55 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები  და მაქსიმალურად დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს - ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებს.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე ქვეყნის შიგნით, თანაბრად აზიანებს როგორც ქვეყნის სუვერენიტეტს, ისე მოქალაქეების კეთილდღეობას.

"პასუხისმგებლობის მქონე მთავრობის ყოველდღიური ზრუნვის საგანია სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის დაცვა. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე ქვეყნის შიგნით, თანაბრად აზიანებს ორივე ინტერესს.

მიუხედავად ემოციური ფონისა, ჩვენ არ გავხდებით ამ დღის წესრიგის მძევალი, ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები  და მაქსიმალურად დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს - ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

შეგახსენებთ, რომ 2019  8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან  საქართველოში მგზავრთა გადაყვანა, მათ შორის კომერციული რეისების განხორციელება ეკრძალებათ. 

ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მიერ დღეს ხელმოწერილ ბრძანებულებაში "რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეეების დანაშაულებრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაცვის ცალკეული ზომების შესახებ", რომელიც კრემლის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესულად ითვლება.  

ამასთან, როგორც ბრძანებულებაშია ნათქვამი, ტუროპერატორებმა დროებით უნდა შეწვიტონ საქართველოს ტერიტორიაზე ავიაგადყვანებთან დაკავშირებული პროდუქტების რეალიზება, ხოლო რუსეთის მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები  საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეებისა და მათი ბარგის რუსეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ დასაბრუნებლად და ამ მიმართულებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრისთან კოორდინირებულად იმუშავოს. 

ცნობისთვის: საქართველოში ფრენებს ამ დროისთვის ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს. ესენია: „ურალის ავიახაზები“, „სიბირი (S7)“, „პობედა“, „აეროფლოტი“, „ნორდავია“ და „რედ ვინგსი“.

ფრენები სრულდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში.

რუსეთის ქალაქები კი, საიდანაც საქართველოში ფრენები სრულდება ან დაწყება იგეგმებოდა შემდეგია: მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, პერმი, როსტოვი, კრასნოდარი, ნოვოსიბირსკი, ყაზანი, ჟუკოვსკი და სოჭი.

ამასთან, რუსეთის მიმართულებით ფრენებს ასრულებენ ქართული ავიაკომპანიები „ჯორჯიან ეარვეისი“ და „მაი ვეი ეარლაინსი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S