საქსტატი: აგვისტოში წლიურ ინფლაციამ 4.8% შეადგინა
03/09/2020 07:39:40 ეკონომიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა.
საქსტატისვე თანახმად, 2020 წლის II კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორში ბრუნვა შემცირდა 11.5 %-ით და შეადგინა 22.3 მლრდ. ლარი. ამასთან, პროდუქციის გამოშვება შემცირდა 18.3 %-ით და შეადგინა 9.2 მლრდ. ლარი.
გარდა ამისა, 2020 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 8.1 %-ით და შეადგინა 631.8 ათასი კაცი.


