Accentnews.ge
გახარია – ინიციატივაზე „იმუშავე საქართველოდან“: „200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს“

გახარია – ინიციატივაზე „იმუშავე საქართველოდან“: „200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს“

03/09/2020 07:31:19 ეკონომიკა

პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ინიციატივის, „იმუშავე საქართველოდან“შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. კერძოდ, 200-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის აშშ-დან და სინგაპურიდან.

გახარიამ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ამ პროგრამაზე.

„იმუშავე საქართველოდან – ეს იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივა. არსი მდგომარეობს იმაში, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვირუსის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ შევთავაზეთ 95 ქვეყნის მოქალაქეებს 180 დღით, მინიმუმ, საქართველოდან დისტანციურად გააგრძელონ თავიანთი შრომა. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენ 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, დაწყებული აშშ-ით და დამთავრებული სინგაპურით და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ვავალებ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ამ პროგრამაზე და კიდევ უფრო გააძლიერონ ამ პროგრამის შესაძლო ბენეფიტები, რომელიც შესაძლოა მან ქართულ ეკონომიკას და პირველ რიგში საქართველოს, როგორც მწვანე და ვირუსისგან სუფთა ქვეყანას მოუტანოს,“ – აღნიშნა პრემიერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S