
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 22 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება
22/06/2019 05:20:16 სხვა, საზოგადოება
თბილისის ნაწილს 22 ივნისს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. "თელასში" მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებენ.
გლდანის რაიონი
ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეეზრუდება.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრავეიშვილის, ჩიტაძის, უკლებას, მთაწმინდის, მოსიძის, ბესიკის და ვილნიუსის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივერის ქუჩის მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აცხადებენ "თელასში".