დოკუმენტური ფილმის "ცხინვალი 1920" „ფეისბუქ“–გვერდი „ტროლებისა“ და „ბოტების“ თავდასხმის ობიექტი გახდა

02-09-2020 15:16:41 ეს საინტერესოა

დოკუმენტური ფილმის "ცხინვალი 1920" „ფეისბუქ“–გვერდი „ტროლებისა“ და „ბოტების“ თავდასხმის ობიექტი გახდა.

როგორც გვერდის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, მათზე მუდმივად მიმდინარეობს თავდასხმა პრორუსულად განწყობილი აქტივისტებისა თუ ე.წ ტროლებისა და ბოტების მხრიდან, რის გამოც გვერდს ამ დრომდე შეზღუდული აქვს ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია, მათ შორის წვდომა აუდიტორიაზე. "მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, მიგვეწოდებინა “ფეისბუქის” ადმინისტრაციისათვის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ შეიძლება გამხდარიყო გვერდი პრორუსულად განწყობილი ჯგუფების სამიზნე, ამ უკანასკნელთა მხრიდან პერმამენტული უარყოფითი შეფასებების გამო, გვერდს ამ დრომდე შეზღუდული აქვს ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია. ვიმედოვნებთ, პრობლემა მალე აღმოიფხვრება, მანამდე კი, მიუხედავად შეფერხებებისა, გვერდი გააგრძელებს არა მხოლოდ 1920 წელს ცხინვალში მომხდარი მოვლენის, არამედ ქართულ-ოსური ურთიერთობის სხვა ასპექტების შესახებ რეალურ ფაქტებსა და რესპონდენტთა კომპეტენციაზე დაფუძნებული მოსაზრებების გავრცელებას,"- ნათქვამია ფილმზე მომუშავე ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გვერდი "ცხინვალი 1920" რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა და იგი ამავე სახელწოდების ფილმის პოპულარიზებას ისახავს მიზნად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები