Accentnews.ge
მომიტინგეთა ნაწილი მჯდომარე აქციას მართავს

მომიტინგეთა ნაწილი მჯდომარე აქციას მართავს

21/06/2019 23:31:21 სხვა, საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზაზე დასხდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. მათი თქმით, თუკი 20 ივნისის აქციის დარბევის დროს დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, საავტომობილო გზას არ გახსნიან 22 ივნისის 19:00 საათამდე.

რუსთაველის გამზირზე რჩება მომიტინგეთა ის ნაწილი, რომელმაც არ გაიზიარა 21 ივნისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორების - „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების“ წარმომადგენლების მოწოდება - აქციის ოფიციალური ნაწილის დასრულებისა და აქციის 22 ივნისს 19:00 საათზე გაგრძელების თაობაზე.

უცვლელია აქციის მონაწილეთა მოთხოვნები: გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომლებიც სამართალდამცველებმა 20 ივნისს, საპროტესტო აქციის დარბევის პროცესში და შემდეგ დააკავეს; დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცველი, ვინც ძალადობით გამოირჩეოდა აქციის დარბევისას და არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S