Accentnews.ge
ალექსეი ნავალნი: "რატომ სჯის პუტინი რუსებს, ქართული პროტესტების გამო?"

ალექსეი ნავალნი: "რატომ სჯის პუტინი რუსებს, ქართული პროტესტების გამო?"

21/06/2019 22:22:44 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ეხმიანება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოში ავიაფრენების აკრძალვის შესახებ. 

„პუტინმა გადაწყვიტა, დაესაჯა საქართველო იმისთვის, რომ ქვეყანაში ქუჩის პროტესტია. აკრძალა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. ახლა ბევრი რუსი ვერ ჩავა იქ, რათა იაფად და ხარისხიანად დაისვენოს. კითხვა მაქვს: რატომ სჯის პუტინი რუსებს, ქართული პროტესტების გამო?“, – წერს ნავალნი „ტვიტერში“ პირად გვერდზე. 

ამასთან, ნავალნი პუტინის ავიაბლოკადის შესახებ გადაწყვეტილებასაც ეხმიანება:

„იყიდეს ადამიანებმა საგზურები. დალიეს ღვინო, ჭამეს მწვადი. ახლა კი მათ ეუბნებიან: სასწრაფოდ გაფრინდით, მეტი თვითმფრინავი აღარ იქნება. რა საქციელია ეს?“.

ცნობისთვის: რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას წყვეტს და რუს ტურისტებს სამშობლოში აბრუნებს. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S