
პარლამენტთან პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის სიტუაცია დაიძაბა
21/06/2019 22:09:52 სხვა, საზოგადოება
პარლამენტთან სიტუაცია დაიძაბა. ადგილზე შეკრებილი დემონსტრანტების აღელვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პოლიციელებმა ერთ–ერთი მომიტინგე პოლიციის მანქანაში ჩასვეს. აქციის მონაწილეები მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, თან განმარტავდნენ, რომ პროვოკაციები არ სურდათ. პოლიციელები კი აცხადებდნენ, რომ არა დაკავებას, არამედ მოქალაქის ტერიტორიიდან გარიდებას ცდილობდნენ. სიტუაციის დაძაბვის შემდეგ მოქალაქე გაათავისუფლეს. დემონსტრანტები დამშვიდდნენ და სკანდირებდნენ "მშვიდობა". ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია.