სომხეთში სავარაუდოდ, არაყმა 11 პირი იმსხვერპლა

01-09-2020 15:57:32 კავკასია

სომხეთში ალკოჰოლით მოწამლვის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი მოწამლული მოქალაქე კი რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფება,– იუწყება ადგილობრივი მედია.

სურსათის უვნებლობის ინსპექტირების სააგენტოს პირველადი ვერსიით, მოქალაქეები არმავირში კუსტარულად დამზადებული არყისგან მოიწამლნენ.

ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. არყის სავარაუდო მწარმოებელი დაკავებულია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები