ჩავუშოღლუ: "თურქეთი საბერძნეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა"
01/09/2020 10:32:30 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა საბერძნეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ "საბერძნეთი მტრული დამოკიდებულებით თურქეთის პროვოცირებას ცდილობს".
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც თურქეთმა ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად სამძებრო სამუშაოები განაახლა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობა გაიზარდა. აღნიშნულ საქმიანობას საბერძნეთი და კვიპროსი ეწინააღმდეგება. მათ მხარს უჭერს ევროკავშირი.


