ევროკავშირი თურქეთს ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
31/08/2020 12:40:09 მსოფლიო
ევროკავშირი თურქეთს დიალოგისკენ მოუწოდებს და მოითხოვს, რომ ანკარამ თავი შეიკავოს ცალმხრივი ნაბიჯებისგან, რაც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობას აღვივებს.
„მხოლოდ დიალოგითა და მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი დეესკალაცია და სტაბილურობის მიღწევა, რომელიც ასე აუცილებელია თურქეთთან ურთიერთობებში“, - აღნიშნა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც თურქეთმა ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად სამძებრო სამუშაოები განაახლა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობა გაიზარდა. აღნიშნულ საქმიანობას საბერძნეთი და კვიპროსი ეწინააღმდეგება. მათ მხარს უჭერს ევროკავშირი.


