Accentnews.ge
"აუცილებელია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც კონკრეტულ პიროვნებებზე არ იქნება მიბმული"

"აუცილებელია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც კონკრეტულ პიროვნებებზე არ იქნება მიბმული"

31/08/2020 15:17:40 მსოფლიო

ბელრუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშნეკოს თქმით, ქვეყნის საზოგადოებრივი სისტემა გარკვეულწილად ავტორიტარული ხასიათისაა და "აუცილებელია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც კონკრეტულ პიროვნებებზე არ იქნება მიბმული".

„ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის სისტემა გარკვეულწილად ავტორიტარულია, პრეზიდენტი მაინც იცავს და უფრთხილდება სასამართლოებს, მაგრამ, ეს პიროვნული მომენტია. ისე უნდა გავაკეთოთ რომ სისტემა პიროვნებებზე მიბმული არ იყოს, მათ შორის არც ლუკაშენკოზე“ – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ამავე შეხვედრაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანა 1994 წლის კონსტიტუციას არ დააბრუნებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბელარუსის 1994 წლის კონსტიტუციის დაბრუნების წინადადება ოპოზიციურმა საკოორდინაციო საბჭომ წამოაყენა. ამ კონსტიტუციით, ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება ერთ ადამიანს მხოლოდ ორჯერ შეეძლო.

ცნობისთვის: ბელარუსში სამი კვირაა გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ.

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ ბელარუსის რიგი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციების შემოღების აუცილებლობაზე, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სიის შემადგენლობამ. კერძოდ, ყველა ქვეყანა არ არის თანახმა სიაში ლუკაშენკოს შეყვანას, ბალტიის ქვეყნები კი მკაცრი ზომების მომხრენი არიან. ამდენად, მათ გადაწყვიტეს, დამოუკიდებლად შემოიღონ სანქციები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S