Accentnews.ge
ლატვიამ, ლიტვამ და ესტონეთმა ბელარუსის ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესეს

ლატვიამ, ლიტვამ და ესტონეთმა ბელარუსის ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესეს

31/08/2020 12:56:21 მსოფლიო

ლატვიამ, ლიტვამ და ესტონეთმა ბელარუსის ოფიციალურ პირებს საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბებისთვის და საპროტესტო აქციების ჩახშობისთვის სანქციები დაუწესეს.

სია, რომელიც 30 ადამიანს აერთიანებს და მათ შორისაა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოც შედის, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ანალოგიური სია გამოაქვეყნა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ლიტვამ სანქციების შესახებ უფრო ადრე განაცხადა.

სიაში შემავალ პირებს ეკრძალებათ ბალტიის ქვეყნებში შესვლა.

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ ბელარუსის რიგი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციების შემოღების აუცილებლობაზე, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სიის შემადგენლობამ. კერძოდ, ყველა ქვეყანა არ არის თანახმა სიაში ლუკაშენკოს შეყვანას, ბალტიის ქვეყნები კი მკაცრი ზომების მომხრენი არიან. ამდენად, მათ გადაწყვიტეს, დამოუკიდებლად შემოიღონ სანქციები.

ბელარუსში სამი კვირაა გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S