
"არიან ჯგუფები, რომლებიც პროვოკაციულად იქცევიან, ყურადღებით იყავით"
21/06/2019 20:09:02 სხვა, საზოგადოება
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის წამყვანმა მიშა მშვილდაძემ მომიტინგეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
"გვეუბნებიან, რომ არიან ჯგუფები, რომლებიც პროვოკაციულად იქცევიან. ყურადღებით იყავით. ჩვენ ჩვენი სიყვარულით ჩავახშობთ ყველა აგრესიას",– განაცხადა მშვილდაძემ.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მომიტინგეების მოთხოვნები და აღნიშნა, რომ აქციები გაგრძელდება, შეკრების დრო ყოველ დღე საღამოს შვიდი საათი იქნება და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება: გადადგეს შს მინისტრი, პასუხი აგონ იმ პოლიციელებმა, რომელთაც უფლებამოსილებას გადაამეტეს და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.