Accentnews.ge
მაქარაშვილის ცნობით, სტუდენტების ჯგუფი თბილისში არ შემოუშვეს

მაქარაშვილის ცნობით, სტუდენტების ჯგუფი თბილისში არ შემოუშვეს

21/06/2019 19:52:20 სხვა, საზოგადოება

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, სტუდენტები, რომლებიც დუშეთიდან ავტობუსით თბილისისკენ აქციის მხარდასაჭერად მოემართებოდნენ, თბილისის მისადგომებთან უმიზეზოდ გააჩერა. ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

"დუშეთიდან წამოვიდა სტუდენტებით სავსე ავტობუსი, რომელიც თბილისის შემოსასვლელში გააჩერა პოლიციამ. გახარია შეგრცხვეს. არანაირი დარღვევა არ ჰქონიათ, უბრალოდ უნახეს პლაკატები. სტუდენტებმა პოლიციას უთხრეს, რომ აქციაზე მოდიოდნენ და გააჩერეს. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ავტობუსი არის გაჩერებული თბილისის შემოსასვლელთან. ვისაც გესმით ახლა, შეგრცხვეთ,"- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S