
ოპოზიციონერ დეპუტატს ბოთლები ესროლეს და ტრიბუნასთან არ მიუშვეს
21/06/2019 19:15:06 სხვა, საზოგადოება
გიგი უგულავას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ტრიბუნასთან მისვლის მცდელობა ჰქონდა, თუმცა მას ამის შესაძლრბლობა არ მისცეს და ბოთლები ესროლეს.
ამ დროისთვის პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მნიშვნელოვან ნაწილს ახალგაზრდები შეადგენენ,სიტყვითაც ასევე რიგითი მოქალაქეები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები გამოდიან. დემონსტრანტების მოთხოვნაა, გადადგეს შს მინისტრი, ხოლო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მრგვალ მაგიდასთან იმსჯელებენ.