ბაქო: "შეტაკებების შემდეგ მოსკოვი ერევანს ინტენსიურად აწვდის იარაღს"

30-08-2020 00:11:24 კავკასია

აზერბაიჯანმა რუსეთი სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდებაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა ჰიქმეთ ჰაჯიევმა გააკეთა.

მისი თქმით, ივლისში აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შემდეგ, მოსკოვი ერევანს ინტენსიურად აწვდის იარაღს და 17 ივლისის შემდეგ რუსეთიდან სომხეთში რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავები „ილ-76“-ები ინტენსიურად დაფრინავენ.

მრჩეველი ამბობს, რომ როგორც აზერბაიჯანის მთავრობას განუმარტეს, ამ თვითმფრინავებით სამშენებლო მასალები გადააქვთ, თუმცა ბაქოს ეს პასუხი არ აკმაყოფილებს.

„სამშენებლო მასალები, როგორც წესი, თვითმფრინავებით არ გადააქვთ, ამისთვის სხვა ხელსაწყოები არსებობს. ჩვენი ინფორმაციით, ასევე რუსეთს იარაღი სომხეთის გავლით სირიაშიც გადააქვს“, – განაცხადა ჰაჯიევმა.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტალებებს მსხვერპლი მოჰყვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები