
სასულიერო პირთა ნაწილი ქაშუეთის ეკლესიასთან მორიგეობას იწყებს
21/06/2019 18:04:08 სხვა, საზოგადოება
საპროტესტო აქციას ახალგაზრდებთან ერთად სასულიერო პირებიც უერთდებიან. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე სხვა სასულიერო პირებთან ერთად დღეიდან ქაშვეთის ეკლესიასთან იმორიგევებენ, რათა საჭიროების შემთხვევაში ხელი შეუშალონ ძალადობას.
„9 აპრილის კადრებთან ვავლებდი პარალელს: რუსული ჩექმით შემოსული ადამიანები, რომლებიც სპეციალურად ჩამოიყვანეს, ანუ თვით კომუნისტურმა ხელისუფლებამაც, ეტყობა, მაშინ ვერ მოძებნა და არ ენდო საბჭოთა საქართველოს პოლიციას და ამიტომ სპეცსამსახურები ჩამოიყვანა რუსეთიდან. ამას ვერ წარმოვიდგენდი, ისევე, როგორც ვერ წარმოვიდგენდი, როდესაც 7 ნოემბრის კადრებს ვუყურებდი და 26 მაისის და ვფიქრობ, ალბათ, ეს იგივე ადამიანები არიან, არაფერი შეცვლილა,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.
სასულიერო პირები ამბობენ, რომ თუ ახალგაზრდებს საფრთხე დაემუქრებათ, მათსა და სპეცრაზმს შორის ჩადგებიან.
„როდესაც ყოველდღე ქართული სოფლებიდან იტაცებენ ადამიანებს, ბაღ-ბოსტნებიდან, სასაფლაოებიდან, სალოცავებიდან, მიჰყავთ ეს ხალხი და აბრუნებენ უკან, ან გვამებს, ან დასახიჩრებულ ადამიანებს, ამის შემდეგ ერთმორწმუნეობის საფარქვეშ მოდის ადამიან და მართლმადიდებლობას გვასწავლის, მართლმადიდებლობა არის არ გაუკეთეო სხვას, ის, რაც არ გინდ, რომ შენ გაგიკეთონ. ქართველი ერი ამაზე აღშფოთდებოდა, აბა რა იქნებოდა,’- განაცხადა კიდევ ერთმა სასულიერო პირმა.