ეროვნული ბანკის მიერ დღეს აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი 1 თეთრით გამყარდა
27/08/2020 13:00:57 ეკონომიკა, რეკლამა
ეროვნული ბანკის მიერ ხელოვნური ჩარევის შემდეგ ლარი 1 თეთრით გამყარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0696 ლარი ეღირება, ევრო – 3.6243 ლარი.
ოფიციალური კურსით, 27 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარი 3.0804 ლარი ღირდა, ევრო – 3.6389 ლარი.
გაცვლითი კურსის გამყარებას წინ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება უძღოდა. სებ-მა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.


