Accentnews.ge
აქციაზე ნაცემ Sovlab-ის მკვლევარ ირაკლი ხვადაგიანს 9-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აქციაზე ნაცემ Sovlab-ის მკვლევარ ირაკლი ხვადაგიანს 9-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

21/06/2019 16:17:45 სხვა, სამართალი

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბატორიის მკვლევარს ირაკლი ხვადაგიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას SOVLAB-ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჯერ არ იციან ირაკლის ძმის, ასევე მკვლევარის, დავით ხვადაგიანის საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ არ იციან.

სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა ისტორიკოსი ქეთევან სიხარულიძეც.

"ფიქტიურმა მოწმემ, მე ეს პირი კონკრეტულად არ მახსოვსო, იქ ყველა იგინებოდაო და შეიძლება, ბატონი ირაკლიც იგინებოდაო, ირაკლის უზარმაზარი ჩალურჯება აქვს თვალზე და ექიმსაც კი არ უნახავს. მოწმე არ არის, ვინ დაააკავა, არ ვიცით, ვიღაც შეთითხნილი ფრაზებით ადანაშაულებს ირაკლის" - წერს სიხარულიძე.

ირაკლი ხვადაგიანი 20 ივნისის აქციის დარბევისას, ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის მუხლებით დააკავეს. ხვადაგიანის თქმით, მას დაკავებისას სცემეს და თვალის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S