"თიბისის" მხარდაჭერით კომპანია „მეგრული ჩაი“ წარმოებას აფართოებს
25/08/2020 08:47:00 ეკონომიკა, რეკლამა
"თიბისის" მხარდაჭერით კომპანია „მეგრული ჩაი“ წარმოებას აფართოებს. კომპანია „მეგრული ჩაის“ დამფუძნებელმა ნანა ბიგვავამ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამით ისარგებლა და მარტვილის რაიონში 35 ჰა ფართობზე გაშენებული ჩაის პლანტაციები აღადგინა. „მეგრული ჩაი“ უკვე მეორე წელია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ჩაის უშვებს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს.
ნანა ბიგვავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქციით, მოთხოვნა ხარისხიან ქართულ ჩაიზე მაინც მაღალია.
საკუთარი პლანტაციების გარდა კომპანიას გადასამუშავებელი ქარხანაც აქვს, სადაც მხოლოდ პრემიურ ხარისხის ჩაის ყლორტს ამუშავებენ. წელს „მეგრულმა ჩაიმ“, „თიბისის“ მხარდაჭერით ნედლი ჩაის რაოდენობა გაზარდა და ის ადგილობრივებისგანაც შეიძინა. ჩაის პლანტაციებში 50-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად 50 -დან 60 ტონამდე ჩაი იკრიფება.
„მეგრული ჩაი“ წელს პირველად გავიდა ექსპორტზე. ცოტა ხნის წინ ბელარუსში 13 ტონა ჩაი გაიტანეს. კომპანია ამ მიმართულებით გაფართოებასაც აპირებს და უახლოეს მომავალში საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი გაიზრდება.


