
გიგი უგულავა და ნიკა მელია შსს–ში დაიბარეს
21/06/2019 16:03:47 სხვა, სამართალი
ნიკა მელია და გიგი უგულავა შსს–ში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვაზეა ასევე დაბარებული პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე დაბარებულნი იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.