Accentnews.ge
გერმანელი ექიმები აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია

გერმანელი ექიმები აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია

24/08/2020 15:04:09 მსოფლიო

გერმანელი ექიმები აცხადებენ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლულია. ამის შესახებ ნათქვამია კლინიკა „ჩარიტის“ (Charite) განცხადებაში, სადაც ალექსეი ნავალნი ამჟამად მკურნალობს.

კლინიკური კვლევების შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ნავალნი მოწამლულია აქტიური ნივთიერებებით, რომელთაც ეწოდება „პოლინესტერაზი ინჰიბიტორები“.

„ზუსტი შემადგენლობა ჯერ უცნობია, დაწყებულია ფართო ანალიზი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ექიმების თქმით, ნავალნი კვლავ ხელოვნურ კომაშია, თუმცა ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში სამკურნალოდ 22 აგვისტოს გადაიყვანეს.

იხილეთ ასევე: „სატრანსპორტო პოლიციამ იპოვა საწამლავი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს და ის გარშემომყოფთათვისაც საშიშია”

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S