Accentnews.ge
გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ ნავალნი სავარუდოდ, მოწამლეს

გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ ნავალნი სავარუდოდ, მოწამლეს

24/08/2020 10:37:42 მსოფლიო

გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სავარუდოდ, მოწამლეს.

”ჩვენ საქმე გვაქვს პაციენტთან, რომელიც, სავარაუდოდ, მოწამლეს”, - განაცხადა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ანგელა მერკელის პრეს–სპიკერმა შტეფენ ზაიბერტმა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს.

21 აგვისტოს ომსკის სასწრაფო დახმარების №1 საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ალექსანდრ მურახოვსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მთავარი დიაგნოზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა:

"ამ ეტაპზე გვაქვს სამუშაო დიაგნოზი. ყველაზე მეტად ამ დიაგნოზს ვემხრობით - ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული სისხლში შაქრის მკვეთრი ვარდნით, რამაც შემდგომში ნავალნის ცუდად გახდომა გამოიწვია. ჩავატარეთ გამოკვლევები და შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ოქსიბუტირატი ნავალნის ორგანიზმში ვერ აღმოვაჩინეთ".

კომაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში სამკურნალოდ 22 აგვისტოს გადაიყვანეს.

იხილეთ ასევე: „სატრანსპორტო პოლიციამ იპოვა საწამლავი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს და ის გარშემომყოფთათვისაც საშიშია”

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S