Accentnews.ge
ეზუგბაია განმარტავს, რა ტიპის პაციენტთა მომსახურებას განაგრძობს დღეიდან თბილისის ინფექციური საავადმყოფო

ეზუგბაია განმარტავს, რა ტიპის პაციენტთა მომსახურებას განაგრძობს დღეიდან თბილისის ინფექციური საავადმყოფო

21/08/2020 07:14:49 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაია განმარტავს რა ტიპის პაციენტთა მომსახურებას განაგრძობს დღეიდან კლინიკა

"ჩვენ პაციენტთა მიღებას არ ვწყვეტთ, ჩვენ დროებით ვაჩერებთ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღებას, დანარჩენი ეტიოლოგიის პაციენტების, მათ შორის აივ/შიდსით ინფიცირებული ამბულატორიული პაციენტების მიღება გრძელდება.

ახლა რაც შეეხება გადაწყვეტილების მიზეზს: ჩვენი მიზანი და მოსახლეობის ინტერესი თანხვედრაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ ჩვენს ცენტრში მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. ამის განუყოფელი ნაწილი სამედიცინო პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმია, რომელიც არაერთხელ დაგვიმტკიცებია ეპიდემიის მართვის პერიოდში. მაგრამ მაღალ პროფესიონალიზმთან ერთად ხარისხი შენარჩუნებისთვის აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა. გამართული ინფრასტრუქტურის მოთხოვნა დღევანდელ პერიოდში არ არის ჩვენი ცენტრის ფუფუნება, ეს არის გადაუდებელი სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროება", – განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ასევე: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე: "იძულებული ვართ, დღეიდან შევწყვიტოთ Covid-19-ით და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული პირობების არქონის გამო"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S