„თურქეთის ავიახაზები“ თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს 29 აგვისტოდან განაახლებს
20/08/2020 19:24:38 ეკონომიკა
„თურქეთის ავიახაზები“ (Turkish Airlines) 29 აგვისტოდან თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს იწყებს.
როგორც საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფრენები მხოლოდ ერთი მიმართულებით, თბილისიდან სტამბოლში განხორციელდება.
მისივე ცნობით, თბილისიდან სტამბოლში გამგზავრება 29 აგვისტოდან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ყოველ შაბათ დღეს იქნება შესაძლებელი.


