Accentnews.ge
მოსკოვი „საქართველოში რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის ტურისტების უსაფრთხოების“ თემაზე ალაპარაკდა

მოსკოვი „საქართველოში რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის ტურისტების უსაფრთხოების“ თემაზე ალაპარაკდა

21/06/2019 13:56:51 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

კრემლი 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს მკაცრად გმობს და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის რუსი ტურისტების პირადი უსაფრთხოების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. შესაბამისი განცხადებები საგარეო სამეთა სამინისტროსა და სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენლების კვალდაკვალ რუსეთის პრეზიდენტის სპრეს–მდივნმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა და მომხდარს „რუსოფობური პროვოკაცია“ უწოდა.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, „შეუძლებელია, რუსეთის მოქალაქეებისადმი იმ აგრესიულმა გამოვლინებებმა, რომელსაც თბილისში ჰქონდა ადგილი, არ გამოიწვიოს უკიდურესი შეშფოთება და დაგმობა.“

„ადგილი ჰქონდა რუსეთის მოქალაქეების მიმართ აგრესიულ ქმედებებს, დღის წერიგში იდგა მათი პირადი უსაფრთხოების საკითხი... საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიების ჩატარების ფონზე ეს ყველაფერი მკაცრ დაგმობას მოითხოვს. საკითხს განსაკუთრებულ სერიოზულობას ანიჭებს ის გარემოება, რომ საქართველოს ბევრი რუსი ტურისტი სტუმრობს“, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თბილისში განვითარებულ მოვლენებს „საშინელი პროვოკაცია" უწოდა და აღნიშნა, რომ ოფიციალური მოსკოვი „პროდასავლური რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს მკაცრად გმობს“. ხოლო სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა ოპოზიციასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩატარებისას საქართველოს ხელმძღვანელობის ქმედებები საერთაშორისო ღონისძიებები გამართვის ნორმებს ეწინააღმდეგება“.

ცნობისთვის: 20 ივნისს, საღამოს მომიტინგეების მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას ძალოვანების მიერ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა. ჯამში დაშავდა სულ მცირე, 240 მოქალაქე, რამდენიმემ თვალი დაკარგა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S