
პარტია "თავისუფალი დემოკრატები" არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს
20/08/2020 12:45:16 საშინაო პოლიტიკა
პარტია "თავისუფალი დემოკრატები" არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა თამარ კეკენაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია მზად არის, ითანამშრომლოს ყველა პროდასავლურ ძალასთან, რათა შეიცვალოს ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნება“ .
"დღეს „პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა პარტიის თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ და გამგეობის ორმა წევრმა ნინო გოგუაძემ და ლევან სამუშიამ. რა თქმა უნდა, არჩევნებამდე ორი თვით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება რთულ მდგომარეობაში აყენებს პარტიას, თუმცა ,,თავისუფალი დემოკრატები” განვაგრძობთ ბრძოლას და პარტია აუცილებლად მიიღეებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში“,- განაცხად ათამარ კეკენაძემ.
შალვა შავგულიძემ დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ ტოვებს პარტიაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარების გამო. შავგულიძემ მთავარ მიზეზად დაასახელა პარტიის გამგეობის უმრავლესობის მიერ პოზიციის მოულოდნელად შეცვლა "ევროპულ საქართველოსთან" საარჩევნო ბლოკის შექმნის და საარჩევნო სიის მიმართ.
აგვისტოს დასაწყისში პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ლევან სამუშიამ დატოვა. იგი „ლელოს“ შეუერთდა