"ნავალნის გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, საზღვარგარეთაც ვუმკურნალოთ"
20/08/2020 12:25:09 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის გამოჯანმრთელება უსურვა.
"ნავალნის სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ისევე, როგორც ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს. ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ყველაფერს აკეთებენ. თუ ნავალნის გადაყვანა საზღვარგარეთის კლინიკაში აუცილებელი გახდება, ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის", – განაცხადა პესკოვმა.
რაც შეეხება შესაძლო მოწამლვის ვერსიას, პესკოვის განცხადებით, "ეს ლაბორატორიამ უნდა დაადასტუროს".
ცნობისთვის: ალექსეი ნავალნი სავარაუდოდ, მოწამლეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


