Accentnews.ge
აქციაზე დაშავებული სამი მოქალაქე ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

აქციაზე დაშავებული სამი მოქალაქე ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

21/06/2019 13:40:53 სხვა, საზოგადოება

თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთაგან კლინიკებში, ამ დროისთვის 55 პაციენტი რჩება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათგან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სტაციონარში განაგრძობს მკურნალობას 12 სამართალდამცველი.

არსებული მონაცემებით, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ რჩება 13 პაციენტი. ამდენივეა მოთავსებული „რეგიონალურ ჰოსპიტალში“. 11 პაციენტს უტარდება სტაციონარული მკურნალობა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში. „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში“ რჩება 6 დაშავებული, ხოლო 4 - „ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრში“. 2-2 პაციენტია მოთავსებული „ამტელ ჰოსპიტალსა“ და „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოში“. თითო პაციენტი რჩება „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში“, „ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში“, „ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“.

ცნობისთვის: 20 ივნისს, საღამოს მომიტინგეების მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას ძალოვანების მიერ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა. ჯამში დაშავდა სულ მცირე, 240 მოქალაქე, რამდენიმემ თვალი დაკარგა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S