აკუნინი – ნავალნიზე: "ეს პოლიტიკოვსკაიას და ნემცოვის მკვლელობებზე უარესი იქნება"
20/08/2020 12:10:30 მსოფლიო
მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამლვას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ნოვო-ოგარევის მკვიდრმა" (ვლადიმირ პუტინმა) ნავალნის გადარჩენისთვის უნდა ილოცოს".
"ნოვო-ოგარევის მკვიდრმა უნდა ილოცოს იმ ადამიანის გადარჩენისთვის, რომლის სახელის ხსენებაც ყოველთვის ეშინოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ბევრად უარესად მოხდება, ვიდრე ანა პოლიტკოვსკაიას და ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ. ბევრჯერ უკითხავთ პირადად და საჯაროდაც, როგორ შემიძლია ამ საშინელი ნავალნის მხარდაჭერა, რომელიც საერთოდ ყველაფერს ცუდად აკეთებს (როგორც ვარიანტი: "ის ხომ კრემლის აგენტია"). ყოველთვის ერთნაირად ვპასუხობდი: ნავალნი თავისი იდეოლოგიის გამო ყოველდღიურად სიცოცხლეს აყენებდა რისკის ქვეშ. ამ სიცოცხლეში მას ბევრი აქვს დასაკარგი. გამაგრდი ალექსეი", - წერს აკუნინი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ალექსეი ნავალნი სავარაუდოდ, მოწამლეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


