
"ეკონომიკური კრიზისი ჩვენი ყოველდღიურობის სერიოზული კომპონენტი ხდება"
20/08/2020 07:15:19 საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანას პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად წლები დასჭირდება.
"ეკონომიკური კრიზისი ჩვენი ყოველდღიურობის სერიოზული კომპონენტი ხდება და როგორც ჩანს, ჩვენ ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით ერთობლივი მუშაობა, ბრძოლა რამდენიმე წლის განმავლობაში მოგვიწევს იმისათვის, რომ ჩვენი შესანიშნავი ეკონომიკის მაჩვენებლები, რომლითაც დავიწყეთ 2020წელი და 2019 დავასრულეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ", – განაცხადა გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.