Accentnews.ge
ბოლო 150 წლის განმავლობაში პირველად, შვედეთში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 150 წლის განმავლობაში პირველად, შვედეთში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

19/08/2020 17:08:08 მსოფლიო

ბოლო 150 წლის განმავლობაში პირველად, შვედეთში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში შვედეთში 51 405 ადამიანი გარდაიცვალა, რაც სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელია 1869 წლის შემდეგ.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში Covid-19–მა დაახლოებით, 4500 ადამიანი იმსხვერპლა. სადღეისო მონაცემებით, დაავადებით დაღუპულთა რაოდენობა 5 802-ს აღწევს.

"საანგარიშო პერიოდში სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 10% მაღალია, ვიდრე 5 წლის წინ იყო. პანდემიის გამო 2020 წლის აპრილში სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 40–ით გაიზარდა", – აცხადებენ ქვეყნის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

ცნობისთვის: შვედეთმა Covid-19–ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ევროპის ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებული მიდგომა აირჩია – არ მიიღო სწრაფი და მკაცრი ზომები ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე. მოგვიანებით, როდესაც ქვეყანაში Covid-19–ით​ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღიარა, რომ პანდემიასთან მკაცრი შეზღუდვების დაწესების გარეშე ბრძოლა შეცდომა იყო.

იხილეთ ასევე: COVID-19-თან ბრძოლა შვედურად: წარმატებული მოდელი, თუ ახალგაზრდებისთვის მოხუცების შეწირვა?

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი: "პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევის მიზნით Covid-19-ის უკონტროლოდ მიშვების ნებისმიერი მცდელობა მასობრივი სიკვდილიანობით დასრულდება"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S