Accentnews.ge
"პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევის მიზნით Covid-19-ის უკონტროლოდ მიშვების ნებისმიერი მცდელობა მასობრივი სიკვდილიანობით დასრულდება"

"პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევის მიზნით Covid-19-ის უკონტროლოდ მიშვების ნებისმიერი მცდელობა მასობრივი სიკვდილიანობით დასრულდება"

14/08/2020 09:43:07 მსოფლიო

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევის მიზნით Covid-19-ის უკონტროლოდ მიშვების ნებისმიერი მცდელობა მასობრივი სიკვდილიანობით დასრულდება.

"ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება, განსაკუთრებით კი ის ადამიანები რომელთაც ქრონიკული დაავადები აქვთ. ვხედავთ, რომ ქვეყანაში საკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს სიმსუქნის პრობლემა, გვყავს ჰიპერტენზიის მქონე, დიაბეტით დაავადებული პირები და ასე შემდეგ. თუ ყველას ასეთი ჯგუფის ადამიანების ინფიცირება მოხდება, მსხვერპლი იქნება უამრავი", – განაცხადა ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში პანდემიის დასაწყის ეტაპზე შვედეთმა სცადა მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება და მკაცრი შეზღუდვები არ დააწესა. მოგვიანებით, როდესაც ქვეყანაში Covid-19–ით​ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღიარა, რომ პანდემიასთან მკაცრი შეზღუდვების დაწესების გარეშე ბრძოლა შეცდომა იყო.

იხილეთ ასევე: COVID-19-თან ბრძოლა შვედურად: წარმატებული მოდელი, თუ ახალგაზრდებისთვის მოხუცების შეწირვა?

აშშ მსოფლიოში როგორც კოვიდ–ინფიცირებულების, ასევე დაავადებით გარდაცვლილტა რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 757 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 000 000–ს გადააჭარბა, 13 925 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1306-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1084 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S