Accentnews.ge
გიორგი კახიანი: „გვჯერა, რომ პირველივე ტურში არჩევნები დასრულდება ჩვენი გამარჯვებით და შესაბამისად, ჩვენ არ დაგვჭირდება კოალიციის შექმნა“

გიორგი კახიანი: „გვჯერა, რომ პირველივე ტურში არჩევნები დასრულდება ჩვენი გამარჯვებით და შესაბამისად, ჩვენ არ დაგვჭირდება კოალიციის შექმნა“

19/08/2020 14:12:35 საშინაო პოლიტიკა

„ჩვენ გვჯერა, რომ პირველივე ტურში არჩევნები დასრულდება ჩვენი გამარჯვებით და შესაბამისად, ჩვენ არ დაგვჭირდება კოალიციის შექმნა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენთვის მთავარი და პრიორიტეტული არის ვისაუბროთ პროგრამებზე, იმაზე თუ რას ვთავაზობთ საზოგადოებას, როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა უახლოესი 4 წლის განმავლობაში. ამის პარალელურად ვხედავთ რომ ოპოზიციაში ჯერ მაჟორიტარულ ოლქებში ადგილებს ვერ იყოფდნენ, შემდგომ პრემიერობის კანდიდატი ვინ იქნება ამაზე ვერ თანხმდებიან... ჩემი გადმოსახედიდან მანდატებზე და პრემიერობის თანამდებობაზე მათ თეორიულადაც არ ექნებათ შანსი. ოპოზიციამ რაღაც აბსურდული დეკლარაციების გაფორმებაზე დაიწყო საუბარი. ეს რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ჯგუფების მხრიდან არის ინიცირებული. ჩვენთვის ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ მყარად ვართ დარწმუნებული საზოგადოების განწყობაში ჩვენს მიმართ, ჩვენივე თავში და ჩვენს წარმატებებში და ჩვენ გვჯერა, რომ პირველივე ტურში არჩევნები მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში დასრულდება ჩვენი გამარჯვებით და შესაბამისად, ჩვენ არ დაგვჭირდება კოალიციების შექმნა“, - განაცხადა კახიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S