"ვფიქრობ, აშშ–ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო არ იქნება, რადგან ადამიანს ვაქცინაციას ვერ აიძულებ"
19/08/2020 07:53:02 მსოფლიო
"არ ვფიქრობ, რომ აშშ–ში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო გახდეს, რადგან ადამიანს ვაქცინაციას ვერ აიძულებ", – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
"ვფიქრობ ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება. თუ ვინმე უარს ამბობს ვაქცინაციაზე, ვერ აიძულებ მას ვაქცინა გაიკეთოს“, – განაცხადა ვირუსოლოგმა.
ცნობისთვის: Gallup–ს მიერ ჩატარებული უკანასკნელი კვლევის შედეგების თანახმად, აშშ–ის მოქალაქეების მესამედზე მეტი აცხადებს, რომ Covid-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს.
იხილეთ ასევე: ავსტრალიის პრემიერი: "კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავალდებულო უნდა იყოს"


