ავსტრალიის პრემიერი: "კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავალდებულო უნდა იყოს"
19/08/2020 06:45:40 მსოფლიო
ავსტრალიამ თავისი მოქალაქეებისთვის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო უნდა გახადოს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ–მინიტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა.
”ჩვენ ვსაუბრობთ პანდემიის შესახებ, რომელმაც გლობალური ეკონომიკა გაანადგურა და მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა”, - განაცხადა პრემიერმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობას სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით არ მიუღია.
ავსტრალიის მთავრობის შეფასებით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით, 95%–ში უნდა გამომუშავდეს იმუნიტეტი, რომ ქვეყანაში კორონავირუსი დაამარცხონ.
"ჩვენ გვჭირდება ყველაზე სრულყოფილი და ყოვლისმომცველი პასუხი, რომ ავსტრალია ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს", – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ "ვაქცინაცია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება".
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიამ ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.
ცნობისათვის: ბოლო მონაცემებით, ავსტრალიაში კორონავირუსის 23 989 შემთხვევაა დადასტურებული, დაავდებამ 450 ადამიანი იმსხვერპლა.


