Accentnews.ge
საქსტატი – იანვარ-ივლისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი - თურქეთი

საქსტატი – იანვარ-ივლისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი - თურქეთი

19/08/2020 07:28:31 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა.

მისივე ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 248.3 მლნ აშშ დოლარით ჩინეთი იკავებს, მეორე ადგილაზეა აზერბაიჯანი – 230.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 229.1 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 728.6 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 473.0 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 379.3 მლნ. აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.0 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 843.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 702.1 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 627.6 მლნ. აშშ დოლარით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S